ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე მინის მოაჯირები დააზიანეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრეს-სამსახურის უფროსი, პაატა ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სამეგრელოსი ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა.

“ამის გამკეთებელს რაზე უნდა ელაპარაკო‼️

არადა რამდენ სადღეგრძელოს იტყვის სუფრასთან სამშობლოს სიყვარულზე

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. წუხელ დააზიანეს ხიდზე არსებული მინის 52 მოაჯირი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო”, – წერს ლაგვილავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი