პაპანწყვილის ტბაში მამაკაცი დაიხრჩო

სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტბაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბანაობისას სავარაუდოდ გული გაუჩერდა.

მამაკაცის ცხედარი ტბიდან მაშველებმა ამოასვენეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი