ხიდი, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება იწვის

ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ოკუპანტ რუსეთთან აკავშირებს ძლიერი ხანძარია. ცეცხლი სარკინიგზო ხაზზე ნავთობის ცისტერნას უკიდია. მნიშვნელოვნად დაზიანებული და დანგრეულია საავტომობილო გზის ნაწილიც.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, ხიდზე ინციდენტი ნავთობის ცისტერნის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი