ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სახლების მშენებლობასა და პროგრამა ,,ერთ თბილ ოთახზე” განცხადებების მიღებას იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სახლების მშენებლობასა და პროგრამა ,,ერთ  თბილ ოთახზე” განცხადებების მიღებას იწყებს.

განაცხადი მიიღება  10 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

აღნიშნული გადაწყვეტილება, “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით” შექმნილმა კომისიამ მიიღო.

ბენეფიციარებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ ან დარეკონ შემდეგ ნომერზე  595222855.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული, ხოლო „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში, 69 ოჯახი ჩაერთო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი