რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან კიევის ხელისუფლება დგას. შესაბამისი განცხადება მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
„რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ტერაქტების ორგანიზებას. 8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და მონაწილეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე მომხდარმა აფეთქებამ რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია. დღეს კი რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა. ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 8 ადამიანი.