2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მთლიანი რესურსის 30 პროცენტია გათვალისწინებული და ჯამში მათი დაფინანსება 7,0 მილიარდი ლარია.

„რესურსის 26 პროცენტი – 6,1 მილიარდი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე;

11 პროცენტია (2,6 მილიარდი ლარი) გამოყოფილი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე;

ასევე, 11 პროცენტამდეა (2,5 მილიარდი ლარი) თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსება;

კულტურისა და სპორტის დაფინანსება შეადგენს 831 მილიონ ლარს;

გარემოს დაცვა – 617 მილიონ ლარს;

პენიტენციური სისტემისთვის გათვალისწინებულია 227 მილიონი ლარი;

სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება – 192 მილიონი ლარი;

საგარეო ურთიერთობები – 183 მილიონი ლარი;

ვალების მომსახურება 1 მილიარდ 170 მილიონი ლარი;

ყველა სხვა დანარჩენი მიმართულების დაფინანსებაზე ბიუჯეტის მთლიანი რესურსის 8 პროცენტზე ნაკლები მიიმართება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი