ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვაჰრეის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მას საშინელება უწოდა.
„გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია, როცა ევროკომისარი ოლივერ ვაჰრეი იყო ჩამოსული. ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და თქვენი, ქართველი ხალხის. კაცი ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა. ყველას შევახსენებ, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი, ის არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაესხა თავს მთელი დესტრუქციული ოპოზიცია რადიკალური ფორმითა და გამოხატვით და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა. ამაზე მეტი რა მტკიცებულება სჭირდება საზოგადოებას? ამ ადამიანებს არ უხარიათ არც ქვეყნის წარმატება, არც პოზიტიური შეფასება. ჩვეულებრივ ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა! ამ დროს, რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ, სიყალბეს აჩვენებთ საზოგადოებას და მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ 1% და 2%-ს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას, გგონიათ, რომ ამას ხალხი არ ხედვას და სწორად არ აფასებს? ვინ დაიჯერებს თქვენ ფარისევლობას, თქვენს ამ მტრობას და ეროვნული ინტერესების ღალატს ვინ დაუჭერს მხარს. ამაზე გაეცით პასუხი ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.