მარტვილში 9 წლის ბავშვი დაიღუპა

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ მუხურჩაში 9 წლის ბავშვი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას კბილი ამოუღეს რის შემდეგაც მას სეფსისი განუვითარდა და 4 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, გოგონას ექიმთან მიყვანამდე, დაახლოებით 10 დღე კბილისა და ყურის ძლიერი ტკივილები აწუხებდა და მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი