სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე იზრდება

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი და 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ეს თანხა გახდება 200 ლარი. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი