ზუგდიდი საუკეთესო პრაქტიკის ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ჩატარებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია. 

ზუგდიდმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა:

–      ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;

–      საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება;

–      ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია;

–      მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, დღეს, თბილისში, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა. 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი