ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება ჩართული იყო სააკაშვილის გამოგზავნაში“.

„თვითონ სანდუს, თუ არ ვცდები, ჰყავს მოლდოვის მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერებით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ კი უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი