4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 ლოკაციაზე – “ნაცმოძრაობა”

“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს.

პარტიის განმარტებით, სააკაშვილის სოლიდარობის აქციები 4 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება, როგორც ეს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, არა 2, არამედ 8 ლოკაციაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა, მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 ლოკაციიდან 3 – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

„დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფეიგინის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე უერთდება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა.

შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება. ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არამედ 8.

8 ლოკაციიდან 3 – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი