20 იანვარს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:კახათს,ხურჩას,ყულიშკარს,ხამისკურს,ცაიშს,კოლხიდას,ჭითაწყარს,ოდიშსა და მიმდებარე სოფლებს.


ფოთში – 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: აღმაშენებელის,დანელიას,ვაჟა-ფშაველას,ფარნავაზ მეფის,კლდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.


სენაკში – 11:00-დან 13:00 საათამდე ქუჩებს: ხუბულავას, ეგრისის, ნადარეიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე სოფელ თეკლათს.


წალენჯიხაში – 12:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს: საჩინოს,ჯვარს,ჯგალსა და მიმდებარე სოფლებს.
ჩხოროწყუში – 11:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ხაბუმესა და ჭოღას.


მარტვილში – 11:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს: მუხურჩას,ვედიდკარსა და ბანძას.


აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი