ახალ წელს სოფო ნიჟარაძის დედის გაკეთებული საცივი ჭამა, „ოლივიეც“, ხაჭაპურიც უჭამი – ნადირაძე სააკაშვილზე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა, რომელიც მის კლინიკაში გადის მკურნალობას.

“საუბარი მაქვს „ვივამედზე“, როდესაც ის გაუმასპინძლდა ჩემ ექიმს, ექთანს, ჰქონდა საცივი, თუ არ ვცდები, ასევე „ოლივიე“, თუ არ ვიტყუები. გამახარა ჩემმა პერსონალმა, რომ გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო, ისინი ახალ წელს ერთად შეხვდნენ. გარდა ამისა, მამაოს შეჰქონდა ხოლმე ხანდახან ღვინო. იმის მერე ხაჭაპურიც უჭამია. ანუ ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია ასე არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით ის გარეთ ვერ მოხვდება. შესაბამისად, ის საკუთარ თავს და არც ექიმებს არ უწყობს ხელს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მე ის ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა ეს საცივი, ამაზე სოფოსგან მაქვს დასტური. შემიძლია დაგიდასტუროთ“, – მიმართა ადვოკატს ნინო ნადირაძემ.

ამასთან, ნადირაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უმადობას მუდმივად უჩივის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი