თბილისის მერის, კახალ კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა შეუძლებელია.
„ის, რაც ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაში მხოლოდ სააკაშვილი არ არის ჩართული. ამაში ჩართული არიან ე.წ. ჩვენი მეგობრები. მისი შემოყვანის დღიდან დაგეგმილი იყო ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, დაპირისპირება, რევოლუცია. ეს ყველაფერი გაწერილი იყო, მაგრამ ჩაუფლავდათ. სააკაშვილი დღეს ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს ციხეს თავი დააღწიოს. ის ყველაფერი რაც კეთდება, ვითომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ეს არის დადგმული სცენარი. როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს, ცხადია, დასუსტდება… პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს რატომ უნდა გაუხარდეთ სააკაშვილის ან ნებისმიერი პატიმრის სიკვდილი, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია. თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით“, – აღნიშნავს კალაძე.