პარლამენტთან 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზეა დაკავებული.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.

აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი