პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასევე, იყო შემთხვევა წიწაკის სპრეის გამოყენების.
მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდარ დაშლისკენ და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შეთხვევაში აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც პლენარული სხდომა დასრულდა და აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის იმ შესასვლელებისკენ, საიდანაც დეპუტატებმა უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.
აქციის მონაწილეები მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ცოტა ხნის წინ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.