„არა რუსულ კანონს!“ – ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“. ისმის შეძახილები: „საქართველო”, „მეტი ქალი პარლამენტში“, „ არა ტოტალურ კონტროლს!“.
პერიმეტრს აკონტროლებს პოლიცია.