ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს.
“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან ის არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
ასე რომ, მივესალმები ამ ინიციატივის გაწვევას და იმას, რომ მას თბილისში პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ ერთად იმუშაონ სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე და ნატო, რა თქმა უნდა, ნატოც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების იმპლემენტაციაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციასთან ბრძოლისთვის.
ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული და ნატო მომავალშიც იქნება ასეთი მისწრაფებების პარტნიორი”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.