გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, 8 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
უამინდობამ შესაძლებელია მეწყრული პროცესების ჩასახვა და წლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
“8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია განცხადებაში.