საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” დღეს დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
ალასანიას თქმით, სტრასბურგში საჩივრის გაგზავნის საკითხი ისევ გაურკვეველია. ადვოკატების მსგავსად ისიც, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ელოდება.
“არაფერი სანუგეშო არ არის, იმიტომ რომ სიცხეები ისევ გრძელდება. განსაკუთრებით შესაშინებელიაფეხზე რომ ადგება ხოლმე, ძვლები ჰკიდია ძვლები და ტყავი. არაფერი გადასადები აღარ არის, დრო აღარ გვაქვს. 11 თვეა საავადმყოფოშია”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა ალასანია.