ზუგდიდი-თბილისის მატარებელი სოფელ ინგირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 საათით გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, ავარიული გაჩერების მიზეზი, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება იყო.
მატარებელში დაახლოებით 225 მგზავრი იმყოფებოდა. შეფერხების ადგილზე, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებენ.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.