ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში, სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა თანამშრომლები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების საჭიროება, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა.
ცნობისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფები ვრცელდება:
· მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უფასო მგზავრობა
· ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება;
· ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
· სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;
· 0-10 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;
· სკოლის მოსწავლეებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
· სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% – იანი ფასდაკლება;
· საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო მგზავრობა.