ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოზე ისაუბრა.
“მოკავშირეები სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. [საქართველოს] შეუძლია ნატოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს შიდა რეფორმებზე ძალისხმევას და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.