მარტვილში ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე 22-მდე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. მისი თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

ცნობისთვის, ძაღლი  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ძაღლი მოკვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი