ფოთში, ხობსა და სენაკში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა.
ოლქში ამომრჩეველთა საშუალო დონის აქტივობა იყო. ადგილზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.
ფოთის, ხობისა და სენაკის ადგილობრივი მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოში ორი კანდიდატიდან საკუთარ წარმომადგენელს ირჩევდა.
არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გიორგი ხახუბია და კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი ბესიკ წულეისკირი მონაწილეობდნენ.
ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი წარმომადგენლები არ დაუსახელებიათ.
ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია ტრაგიკულად დაიღუპა.