გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც თავი მაგიდას ჩამოარტყა. აღნიშნული, კლინიკა „ვივამედის“კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ არ დაადასტურა. მის უარყოფას, სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.
ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი – ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.
ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.
გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჩხაიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ლუქს პალატაში წევს, სადაც რკინის მაგიდა არ დგას.