არარსრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებულ მამას და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ. სხდომა დახურული იყო.

ადვოკატების თქმით, არც მამა და არც მეზობელი თავს დამნაშავედ არ თვლიან, შესაბამისად ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი