ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, 22 მაისს, სკეიტ პარკში, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2023“ გაიმართება.
ღონისძიება 15:00 საათზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება. მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ საუნივერსიტეტო ხეივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, კვების ობიექტები, სპორტული აქტივობები. გაიმართება სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობა.
ღონისძიებას ,,KILLAGES”-ის კონცერტი დახურავს.
შემოგვიერთდით, ერთად მივულოცოთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება.