ოდიშის მოსახლეობა აქციას მართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი გზის დაგებას და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ.

„4 წელია ვითხოვთ გზის მოწესრიგებას, ასევე სანიაღვრე არხების. წვიმის დროს იტბორება სახლები და საშინელ დღეში ვართ. ბავშვებს უჭირთ უამინდობაში სკოლაში სიარული. ასევე, სასწრაფო ვერ მოდის ადგილამდე. აქციას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოსახლეობას მერიის წარმომადგენლები ხვდებიან. ისინი ადგილზე ეცნობიან ვითარებას, თუმცა ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს კონკრეტულ პასუხს ვერ ეუბნებიან, თუ როდის მოგვარდება სოფელში არსებული პრობლემები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი