ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპელ კოლეგებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია. 

“მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე  სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა”, –  განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი