სამეგრელოში ავარიით 2 ადამიანი დაიღუპა

სოფელ რუხთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

სავარაუდოდ, ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი