3 ივლისს, ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
მათ შორის, 15:00 საათი – ველომარათონი. ველორბოლა სტარტს აიღებს ანაკლიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);
15:00 საათიდან – კვების ზონა იფუნქციონირებს;
15:00 სთ-დან 17:00-მდე სპორტული (ჭადრაკი, ნარდი, კალათბურთი)
და სამაგიდო თამაშები;
16:30 საათი – ჩოგბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება);
17:30 საათი – ფეხბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება);
16:00 საათიდან – გასტრონომიის საგამოფენო სივრცე;
11:00 – 18:00 – მდე აკვაპარკში შესვლა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება;
20:00 სთ – ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება „TAMADA“-ს მონაწილეობით.
ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
რაც შეეხება ტრანსპორტირებას, გამოიყოფა დამატებითი რეისები 22:00 სთ-მდე;
ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
- DMO სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
- ახალგაზრდული სათათბირო
- აკვაპარკი ანაკლია