ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 43 წლის კაცს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარის ოდენობის გირაოს ნაცვლად გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
43 წლის კაცი მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 ივნისს დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია.
საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.