მეწყერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ ხარაგაულში, სოფელ მარელისთან მეწყერში მოყოლილი 77 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი