ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი დღეს გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
ღონისძიებები 15:00 სთ- ზე ველომარათონით დაიწყება, რომლის გამარჯვებულებსაც ფულადი პრიზები გადაეცემათ.
ტერიტორიაზე მოეწყობა გასტრონომიის საგამოფენო სივრცე.
გახსნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას „TAMADA“ მიიღებს.
გახსნის დღესთან დაკავშირებით განმუხურში მდებარე აკვაპარკში შესვლა მოქალაქეებისთვის მთელი დღის განმავლონაში უფასო იქნება.
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი სპეციალიზებული ტექნიკით ყოველდღიურად დასუფთავდება. ახალი ტექნიკა მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა.
სანაპირო ზოლზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.