ანაკლია-ზუგდიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.