სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 12 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ქსელში.  

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამოელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ფოთი. 11:00დან 17:00საათამდე აბონენტებს აღმაშენებლის, მიქაბერიძის, გორგასლის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ახალ რაიონს, აფხაზეთის, გაგრის, გურიის, ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხა. 11:00დან 15:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში  ჩქვალერი, საჩინო, ნარუგუ, მედანი, ჯგალი, ოჭანე, დაბა ჯვარი.

ჩხოროწყუ. 13:15 დან 19:00საათამდე აბონენტებს ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, კოსტავას, ფირცხელავას, ლესლიძის, ყაზბეგისა და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ლეწურწუმე, ნაკიფუ, ხაბუმე და მიმდებარე სოფლებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი