ღელემ მამაკაცი ავტომობილით გაიტაცა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელემ რკინიგზის გასასვლელთან აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქე მანქანით გაიტაცა.

ავტომობილის მძღოლი მსუბუქი დაზიანებით გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. ახლა ის სახლშია.

ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი