“ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” პოლიტიკურ ბრძოლას დღეიდან გაერთიანებული შემადგებლობით გააგრძელებენ.
პოლიტიკური გაერთიანების შესახებ აღნიშნული პარტიების ლიდერებმა – ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ “რედისონში” გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ.
“ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.