სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პროჯორჯიას“-ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭითაწყარს, კახათს,ინგირს,კორცხელს,ნაცატუსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე კ.გამსახურდიას,თათარაშვილის,ლომთათიძისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: მაჩაბელის,ფიროსმანის,თავდადებულის,დანელიას,აღმაშენებელისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე 9-აპრილის ხეივანს.

ხობში – 12:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ნოჯიხევს,ქვალონსა და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილში – 11:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ინჩხურის,ქვაითისა და საელიაოს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი