სოფელ ჭაქვინჯში მეწყერი ჩამოწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში მეწყერი ჩამოწვა. სოფლიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

სახლის მეპატრონის თქმით, მეწყერის შედეგად არის ბიძგები, რამაც შესაძლოა სახლის ნგრევა გამოიწვიოს, რის გამოც ოჯახის წევრებმა ადგილი დატოვეს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი