კახათში ავარიის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მძღოლი დაკავებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი