თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა გადადგეს – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში ჩატარდეს.

“დღეს მკლავენ მარტივი მიზეზის გამო – მსჯიან და მკლავენ იმიტომ,რომ წარმატებული საგარეო [პოლიტიკის] პრეცედენტი შევქმენი. მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ უკრაინაში წავედი, ვეხმარები და ძალიან დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში. მსჯიან იმიტომ, რომ პუტინს ოდესა ხელიდან გავაგდებინეთ 2015 წელს…. მსჯიან იმისთვის, რომ ჩაბნელებული საქართველო გავანათე, ქურდობა მოვსპე, მსჯიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუხსენი გზა, კორუფცია მოვსპე განათლების სისტემაში, მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი. არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი. ამიტომ, ჩემი დასჯა ეს არის საქართველოს სირცხვილი…“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი