როგორც კი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრებია, მაშინვე იბარებენ მინისტრს, რომ დააზიანონ ეს საკითხი – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როგორც კი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრებია, ოპოზიცია მინისტრს იბარებს პარლამენტში და “საკითხის დაზიანებას” ცდილობს.

“მთავარი სათქმელი არის ის, როგორც კი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრები არის, იმწუთასვე ამასთან დაკავშირებით იბარებენ. იმიტომ კი არა, რომ რეალური მოლოდინების შესახებ გაჩნდეს კითხვები, იმიტომ რომ ეს საკითხი დააზიანონ ეს მარტივი გასაშიფრია. და მეორე – კიდევ უფრო მთავარი ამბავი – საქართველოს პარლამენტში დღეს არის მინისტრი, თავის გუნდთან ერთად, რომლის მინისტრობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა, დაახლოებით, 50 მილიარდი ლარიდან გაიზარდა 80 მილიარდ ლარამდე, 30 მილიარდით. რაც არ უნდა შეფასებები ვაკეთოთ, შედეგი, ფაქტი, რომელიც ხელის გულზე დევს, არის ეს. დანარჩენი, რა თქმა უნდა, შედარებით მეორეხარისხოვანია,”-განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიიწვიეს, სადაც ოპოზიციამ ანაკლიის პორტის საკითხზე გააკეიტიკა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი