რომ არა მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის დავალებით ციხეში გიზით, ანაკლია უბრალოდ არ იქნებოდა – წითლიძე

დეპუტატის, ანა წითლიძის თქმით, ხელისუფლებამ 11 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ანაკლიის პორტის აშენება და ვერც უკვე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.

“რომ არა საქართველოს ის მესამე პრეზიდენტი, რომელიც ახლა თქვენ რუსეთის დავალებით ციხეში გიზით, ანაკლია უბრალოდ არ იქნებოდა. 11 წლის განმავლობაში თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ რაც დაგიტოვეთ, ის შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ. ამიტომაც, აქციეთ ანაკლია მიტოვებულ და გაპარტახებულ ქალაქად”, – განაცხადა წითლიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი