რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ცნობით, რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა.

მათივე ცნობით, შარშან რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთზე გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე სრული კვლევა კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი