რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ “რეალობის გათვალისწინებით” – ლავროვი

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, მსგავსი მოლაპარაკებებისთვის პირველი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის მიერ დიალოგის აკრძალვის განკარგულების გაუქმებაა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და აგრესიული ომი წამოიწყო, რის შედეგადაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი