ეწერფერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მერიას არაერთხელ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის რამდენი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი დაკავებულები.

აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ საკითხის გადაწყვეტის პირობა დადეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი