სასაცილოა იმის მტკიცება, თითქოს ვიღაც სახელმწიფო გადატრიალებას ღია სემინარზე ცდილობს – დავით კირკიტაძე

“ნაციონალური” მოძრაობის წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, სასაცილოა იმის მტკიცება, თითქოს ვიღაც სახელმწიფო გადატრიალებას ღია სემინარზე ცდილობს.

“კომიკურ ვითარებაში ჩაიგდეს თავი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ერთის მხრივ, გვასაღებენ იმას, რომ თითქოს, ვიღაცას გადატრიალება უნდა და გადატრიალებაზე საუბრობენ ღია სემინარზე, უამრავ ახალგაზრდასთან და მეორე, იბარებენ ადამიანებს- ვითომ გადამტრიალებლებს და შემდეგ ამ ადამიანებს აცილებენ ქვეყნის გარეთ. სასაცილოა”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი